გაიცანით ჩვენი პროექტის “ბიზნეს კონსულტანტის” – „US Small Business & Career Development Program“ პირველი ნაკადის მონაწილე.
👩🎓 თეა ლალიაშვილი
🎓პროფესია: Health & Wellness ქოუჩი
📍ამჟამად ცხოვრობს: საკრამენტო, კალიფორნია (2024)
პროფესიით იურისტი. სამოქალაქო სამართლისა და უძრავი ქონების მართვის (გაქირავება/გაყიდვა) მრავალწლიანი გამოცდილებით. ჩემი კარიერული მიღწევების პიკზე, 40 წლის ასაკში, საკუთარ განვითარებას ახალი იმპულსი მივეცი და წარმატებით დავასრულე მაგისტრატურა (Master’s Degree) ჩიკაგოში, ილინოისის შტატში. 2022 წლიდან ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში. მიუხედავად წარმატებული იურიდიული პრაქტიკისა, აშშ-ში ემიგრაციამ ბიძგი მისცა ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს, 180-გრადუსიან ტრანსფორმაციას. ღრმა თვითრეფლექსიისა და საკუთარ თავში ჩაღრმავების შედეგად, აღმოვაჩინე ჩემი ახალი, აქამდე ამოუცნობი მხარე. უკვე ერთი წელია, რაც აქტიურად შევისწავლი და ვმკვიდრდები Health & Wellness ქოუჩინგის სფეროში, რათა შევქმნა საკუთარი თავის სრულიად ახალი ვერსია.
ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილია. კვირაში 5 დღე ვვარჯიშობ (Pilates Reformer), მიყვარს ფეხით სიარული, ჯანსაღი კვება და ბუნება, რომელიც ყოველთვის ენერგიითა და ახალი ძალებით მავსებს. სისტემატური თვით -ცნობიერება და – რეფლექსია გახდა ჩემი მთავარი ინსტრუმენტი ემიგრაციის სირთულეებთან გასამკლავებლად, ყოველი დღით ტკბობისა და ცხოვრებისეული ცვლილებების (სირთულეების) მისაღებად. ამ გზაზე მიღებული გაცნობიერებებით ვამაყობ და საკუთარი თავის უზომოდ მადლიერი ვარ, რომ სწორედ ეს გზა ავირჩიე.
პროექტში “ბიზნეს კონსულტანტი” მონაწილეობა ემსახურება ჩემს ახალ პროფესიაში სწორად და მყარად დაფუძნების მიზანს; რაც საშუალებას მომცემს განვაგრძო შემდგომი პიროვნული განვითარება და მყარი ნიადაგი შევქმნა ამერიკულ ბაზარზე წარმატებული, მდგრადი კარიერული საძირკვლის შექმნისთვის.