გაიცანით ჩვენი პროექტის “ბიზნეს კონსულტანტის” – „US Small Business & Career Development Program“ პირველი ნაკადის მონაწილე.
მზია წულუკიძე
პროფესია: ეკონომისტი
ამჟამად ცხოვრობს: ნიუ იორკი (1997)
პროფესიული გზა
დავიბადე 1973 წლის 2 ოქტომბერს, მზიან აჭარაში. პროფესიის ვარ „სოფლისმეურნეობის ეკონომიკა და მართვა“-ს სპეციალისტი. 2000-2002 წლებში ვმუშაობდი ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ეკონომიკის კათედრაზე. მოგვიანებით კი ჩემს ცხოვრებაში დაიწყო გზა, რომელსაც ემიგრაცია ჰქვია და უკვე ორი ათეულიწელია ამ გზას მივყვები. ამ წლებმა, ძირითადი პროფესიის გარდა, მრავალფეროვანი გამოცდილება და სხვადასხვა პროფესიული უნარიც შემძინა.
მიზანდასახულობა
ვარ მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანი, რომელსაც მრავალწლიანი ცხოვრებისეული და პრაქტიკული გამოცდილება აქვს ადამიანებთან ურთიერთობის, ორგანიზების, მენეჯმენტისა და კომუნიკაციის მიმართულებით. ემიგრაციაში ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მიღებულმა გამოცდილებამ გამიძლიერა პასუხისმგებლობის გრძნობა, პრობლემების მართვის უნარი და სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა.
ბიზნესის, მეწარმეობისა და განვითარების თემები ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებდა. აქტიურად ვმონაწილეობ ბიზნეს შეხვედრებში, ვებინარებსა და სხვადასხვა პროექტებში, სადაც ვიღებ ცოდნას თანამედროვე მენეჯმენტის, გაყიდვების, კომუნიკაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით. პარალელურად ვმუშაობ საკუთარ პროექტებზე ტურიზმის, კულტურისა დაშემოქმედებითი სივრცეების განვითარებაზე.
ჩემი პროგრამაში მონაწილეობის მიზანი:
რატომ ეს კურსი? მსურს პროფესიულად გავიღრმავო ცოდნა და მომავალში ადამიანებს დავეხმარო სწორისტრატეგიის, განვითარების და წარმატებული მართვის პროცესში.
ასევე ვგეგმავ საქართველოში საოჯახო ბიზნესის “საოჯახო ტიპის სასტუმროს” შექმნას, რომელიც ტურისტებზე იქნება ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული სასწავლო პროექტი დამიღებული ცოდნა მნიშვნელოვან დახმარებას გამიწევს საკუთარი ბიზნესის სწორად დაგეგმვასა დაგანვითარებაში.
ვფიქრობ, რომ ძლიერი კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, ადამიანების მხარდაჭერის სურვილი და მრავალწლიანი ცხოვრებისეული გამოცდილება არის ის საფუძველი, რომელიც მაძლევს მოტივაციას, წარმატებით გავაგრძელო გზა ბიზნეს კონსულტირების სფეროში.