TAMARA’S ART – ხელოვანი თამარა მიქაბერიძე

TAMARA’S ART – ხელოვანი თამარა მიქაბერიძე

Tamunas photo

Georgian Space წარმოგიდგენთ ინტერვიუს ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველ მხატვარ თამარა მიქაბერიძესთან – პროექტ Tamara’s ART-ის ფარგლებში.

Tamara’s ART, ასევე გახლავთ Georgian Space-ის პროექტის “Salon-Style Gatherings NYC • სალონური შეხვედრების” პარტნიორი.

ჩვენი შეხვედრების ფარგლებში წარმოდგენილია თამარა მიქაბერიძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, ხოლო გაყიდული ნამუშევრებიდან მიღებული შემოსავლის ნაწილის კონტრიბუცია ხმარდება Georgian Space-ის პროექტის Ribbon for Life-ის მხარდაჭერას – ინიციატივას, რომელიც ქალთა ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლებისა და მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობს.

2027 წლის 27 იანვრიდან 2 თებერვლამდე, Georgian Space-ის ორგანიზებით, Tamara’s ART-ის პერსონალური გამოფენა Tenri Cultural Istitute of New York-ის გალერეაში გაიმართება.

 

12169111416 1

Tamara’s Art – ხელოვნება

Q: თამარა, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა მხატვრობასთან? გახსოვთ მომენტი, როდესაც მიხვდით, რომ ხატვა თქვენთვის უბრალოდ გატაცებაზე მეტი იყო?

ხატვა ყოველთვის მიყვარდა. ბავშვობაში, როცა ჯერ კიდევ ძალიან პატარა ვიყავი, საკუთარ თავთან მარტო ყოფნა და ფიქრი მიყვარდა. ამ ფიქრების ვიზუალიზაციას ვცდილობდი ხშირად, ფიგურების ნაცვლად, სხვადასხვა ფერის შრეებს ვხატავდი. ცისარტყელასავით ფერადი შრეებით შემეძლო მთელი სახატავი რვეული დამეფარა.

ალბათ მაშინ ამას მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. მაგრამ დღეს, როცა უკან ვიხედები, ვხვდები, რომ ფერის საშუალებით საკუთრა შინაგან სამყაროსთან საუბარი სწორედ მაშინ დავიწყე.

Q: რას ნიშნავს თქვენთვის მხატვრობა – თვითგამოხატვას, ემოციების გადმოცემას, თავისუფლებას თუ საკუთარ თავთან საუბრის ფორმას?

როგორც უკვე მოგახსენეთ, ფიქრი მიყვარს. გარეგნულად ძალიან მშვიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, შინაგანად კი მუდმივი ღელვა მაქვს – თუმცა ეს მშვიდი ღელვაა. ზღვა ემოციებით ვარ სავსე და, ტალღების მსგავსად, ერთი ემოცია მეორეს მოსდევს.

თითქმის ყოველთვის მშვიდად და აუღელვებლად. მაგრამ მუდმივ მოძრაობაში ვარ – არა ტბასავით უმოძრაო და დაგუბებული, არამედ მშვიდი ზღავსავით, რომელშიც ტალღები განუწყვეტლივ მოძრაობენ.

ხატვა ჩემთვის თვით გამოხატვაც არის – ქალური საწყისის, სინაზის და სიძლიერის სინთეზის სახით; ემოციების გადმოცემაც – განწყობებთან თამაშით. მათი ვიზუალიზაციითა და ფერებთან გაიგივებით;

თავისუფლებაც – დამკვიდრებული და ზოგჯერ გამოგონილი წესების მიმართ ხალასი. ბავშური დამოკიდებულებით;

და საკუთარ თავთან საუბარიც- ფიქრების და ღელვების გაფერადების გზით.  

Q: როდესაც ახალ ნამუშევრებს იწყებთ, წინასწარ იცით, როგორი იქნება საბოლოო შედეგი, თუ ტილოზე მუშაობის პროცესში იბადება მისი ხასიათი?

თითქმის ყოველთვის ხატვის პროცესში იბადება და ყალიბდება ნამუშევრის ხასიათი. ხატვას ხშირად “ფერებთან თამაშს” ვეძახი და, როგორც წესი, ამ პროცესით უსაზღვროდ ვხალისობ.

როგორი სევდა არ უნდა მქონდეს, სიყვარულითა და სითბოთი ვხატავ. თავად პროცესი მეხმარება სევდის გაქარწყლებაში და ბოლოს ისევ სითბოთი და სიყვარულით მმუხტავს.

Q: თქვენი ნამუშევრების გამოირჩევა ფერით, ემოციითა და განსხვავებული განწყობით. როგორ დაახასიათებდით საკუთარ მხატვრულ სტილს?

ხშირად ვამბობ, რომ ფიქრებს ვაფერადებ და ამ გზით თითქოს საკუთარ განწყობასაც ვიკეთილშობილებ. რამდენად ინდივიდუალური და ჩამოყალიბებულია ჩემი სტილი, ალბათ სხვებმა უნდა შეაფასობ.

მე თავისუფალს, მარტივს, ბავშვურად ნაივურსა და ხალასს დავარქმევდი. ჩემი ნამუშევრები ინტუიციურად იქმნება – წესებზე მეტად ემოციას და ფერს მივყვები.

სტილი, ხასიათი და განწყობა

Q: რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ფერი? როგორ ირჩევთ ფერთა პალიტრას და რას გამოხატავს ის თქვენს ნამუშევრებში?

ფერებს ბავშვობიდან ემოციებსა და შინაგან განწყობას ვუკავშირებდი. ამიტომ პალიტრის არჩევისას ჩემთვის გადამწყვეტია. რა ემოციას გამოიწვევს ფერი და როგორი განწყობა გამოანათებს ნამუშევრიდან.

მინდა, ჩემი ნახატებიდან პერსონაჟები სიკეთისა და ბედნიერების სიხშირეზე ვიბრირებდნენ და მნახველიც, თუნდაც მცირე ხნით, ამავე სიხშირესა და ტალღაზე გადააწყონ.

Q: თქვენს ნახატებში უფრო მეტად რეალურ სამყაროს ვხედავთ თუ თქვენს შინაგან სამყაროს? რა ემოცია გსურთ დარჩეს ადამიანში მას შემდეგ, რაც თქვენს ნამუშევარს შეხედავს?

ალბათ ორივეს – რეალურ სამყაროს, შემი შინაგანი სამყაროს ფერებით გაფერადებულს.

ჩემი მხატვრობა აკადემიური ხატვის ტრადიციას არ მიჰყვება და არც ეს არის ჩემი მთავარი მიზანი. ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია ემოციური კონტაქტი.

ვცდილობ, ადამიანების ემოციებს შევეხო, მათი განწყობა გამოვახალისო და გავაფერადო. მინდა, ნახატმა მნახველში რაღაც აამოძრაოს- თუნდაც უბრალოდ ღიმილი, სითბო ან მოულოდნელი სიხარული.

Q: რამდენად აისახება თქვენი პირადი განწყობა იმაზე, რასაც კონკრეტულ პერიოდში ქმნით?

ჩემი განწყობა ნამუშევრის შექმნისას გადამწყვეტია. ინსპირაციის წყარო კი შეიძლება სრულიად განსხვავებული რამ გახდეს – მოვლენა, საგანი, მუსიკა, ადამიანი ან ერთი შემთხვევითი კადრი. ერთ მაგალითს გეტყვით: დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი ბრიტანეთის კათოლიკურ სკოლებში მოზარდ ვაჟთა გუნდების გალობის შესახებ – როგორ მღეროდნენ ისინი ტაძრებსა და ეკლესიებში. ამ სანახაობამ იმდენად მომხიბლა, რომ ვერ მოვისვენე, სანამ მიღებული ემოცია ფერებში არ გამოვსახე. ალბათ ამ სერიას “წითელ მომღერლებს” დავარქმევ.

Q: არის თუ არა თქვენს ნამუშევრებში განმეორებადი თემა, სიმბოლო ან ემოცია, რომელიც განსაკუთრებით ახლოს არის თქვენთან?

ხშირად ვხატავ ქალების სახალისო პორტრეტებს ფერადი პატერნების ფონზე; ხშირად – ძლიერ მამაკაცებსაც. განსაკუთრებით მიყვარს ბევრი ქალის ერთად გამოსახვა, ისევ და ისევ ფერად გარემოში. თუმცა მთავარი განმეორებადი ელემენტი. ალბათ, მაინც ემოციაა – სითბო, ხალისი, ბედნიერების სიხშირის შენარჩუნებისა და მისი სხვებისთვის გაზიარების სურვილი.

Q: არის თუ არა თქვენს ნამუშევრებში განმეორებადი თემა, სიმბოლო ან ემოცია, რომელიც განსაკუთრებით ახლოს არის თქვენთან?

ხშირად ვხატავ ქალების სახალისო პორტრეტებს ფერადი პატერნების ფონზე; ხშირად – ძლიერ მამაკაცებსაც. განსაკუთრებით მიყვარს ბევრი ქალის ერთად გამოსახვა, ისევ და ისევ ფერად გარემოში. თუმცა მთავარი განმეორებადი ელემენტი, ალბათ, მაინც ემოციაა – სითბო, ხალისი, ბედნიერების სიხშირის შენარჩუნებისა და მისი სხვებისთვის გაზირების სურვილი.

Q: როგორ ფიქრობთ, რა არის ის მთავარი მახასიათებელი, რიტაც ადამიანს შეუძლია თქვას – “ეს Tamara’s Art-ის ნამუშევარია”?

მგონია, ჩემი ნახატები ამოიცნობა მარტივი, ხალასი ფორმებითა და ფერებით – ზოგჯერ თითქოს ერთმანეთთან შეუსაბამო ფერების მოულოდნელი შეთანხმებით, რომელიც საბოლოოდ ფერთა ზეიმად იქცევა.

Georgian Space და Salon-Style Gatherings

Q: თქვენი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო “Salon-Style Gatherings NYC • სალონური შეხვედრების”-ის 2026 წლის 17 მაისს გამართულ ღონისძიებაზე. როგორი გამოცდილება იყო თქვენთვის ხელოვნების ასეთ განსხვავებულ- საზოგადოებრივ და ინტელექტუალურ გარემოში წარდგენა?

ჩემთვის დიდი პატივი იყო სალონური შეხვედრების ფორმატში ჩემი ნამუშევრების წარდგენა. ვღელავდი, როგორ მიიღება ეს განსხვავებული, ინტელექტუალური გარემო ჩემს ბავშვურად გულწრფელად ნაივურ მხატვრულ ენას.

გულწრფელად გეტყვით, ამ განსაკუთრებულ საზოგადოებაში ჩემი ოფიციალურად წარდგენის პირველმა ნაბიჯმა მოლოდინს გადააჭარბა და საოცრად დადებითი გამოცდილება შემძინა.

Q: რამდენად მნიშვნელოვანია მხატვრისთვის უშუალო კონტაქტი აუდიტორიასთან და იმ ადამიანების რეაქციის დანახვა, რომლებიც პირველად ხვდებიან მის ნამუშევრებს?

ვფიქრობ, უსაზღვროდ ამაღელვებელია. ამას თეატრის მსახიობისა და მაყურებლის, რეჟისორისა და აუდიტორიის ურთიერთობას შევადარებდი – ნებისმიერი ცოცხალი პერფორმანსის დროს ხომ განსაკუთრებული ენერგია იბადება მაშინ, როდესაც შემოქმედი და მაყურებელი ერთმანეთს პირისპირ რჩებიან.

ჩემი მხატვრობა, პირველ რიგში, ემოციურ კავშირს ეძებს. მინდა, ნამუშევარი ემოციას შეეხოს და სული აუტამაშო მნახველს. თუ ამას მოვახერხებ, ბედნიერზე ბედნიერი ვიქნები.

Q: “Salon-Style Gatherings NYC • სალონური შეხვედრების”-ის ფარგლებში თქვენი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც შედგა, რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც ხელოვნება გალერეის ტრადიციულ სივრცეს სცდება და საზოგადოებასთან უფრო ახლოს მიდის?

საზოგადოებასთან უფრო ახლოს მისვლა, მგონია, ჩემი ნამუშევრების მუხტსაც აძლიერებს. რაც უფრო მეტ ადამიანს აანთებს ფერი და რაც უფრო მეტი ადამიანის სულს აათამაშებს ნამუშევარი, მით უფრო შესრულებულად ვიგრძნობ ჩემს ერთგვარ პატარა მისიას – გავათბო გარემო და ადამიანებს სიხარული მივანიჭო.

დიდ ამბიციად ნუ ჩამომართმევთ – უბრალოდ ძალიან მინდა, ჩემი ხელოვნება ადამიანისთვის კარგი ემოციის წყარო იყოს.

ხელოვნება, რომელსაც შეუძლია მხარდაჭერა – Ribbon for Life 

Q: Tamara’s ART ასევე შეურთდა Georgian Space-ის პროექტის Ribbon for Life-ის მხარდაჭერას. რატომ გადაწყვიტეთ ამ ინიციატივაში თქვენი ხელოვნებით კონტრიბუციის შეტანა?

ჩემი აზრით, ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანიშნულება ადამიანებისა და საზოგადოების მნიშვნელოვანის იდეების მხარდაჭერაა. ხელოვნებას, უპირველეს ყოვლისა, კეთილშობილური მიზნებისა და საქმეების სამსახურშიც მოვიაზრებ.

საზოგადეობისთვის მნიშვნელოვანი და სასიკეთო წამოწყების მხარდაჭერა ჩემთვის დიდი პატივია. როდესაც ამის შესაძლებლობა მომეცა, სრულიად ბუნებრივი იყო, რომ ცემი კონტრიბუციით ამ ინიციატივის მიმართ თანადგომა გამომეხატა.

Q: როგორ ფიქრობთ, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ხელოვნებას ჯანმრთელობის, ქალთა მხარდაჭერისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემებზე საუბრისას?

ჯანმრთელობის, ქალთა მხარდაჭერისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხები რეალურ, პრაგმატულ და კარგად დაგეგმილ მოქმედებებს მოითხოვს. ასეთი პროექტების წარმატებისთვის საჭიროა კონკრეტული ნაბიჯები, რესურსები და თანმიმდევრული მუშაობა.

ხელოვნებას კი შეუძლია ამ ყველაფერს სული ცაბეროს – ადამიანური სახე მისცეს, ემოციურად გააცოცხლოს და ვიზუალურად ისეთი ძალა შესძინოს, რომ საზოგადოებამდე სათქმელი არა მხოლოდ გონებით, არამედ გულითაც მივიდეს.

Q: როდესაც ხელოვანი საკუთარი ნამუშევრით საქველმოქმედო ან საზოგადოებრივ პროექტს ეხმარება, იცვლება თუ არა ამ ნამუშევრის მნიშვნელობა თავად ავტორისთვის?

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი გამოცდილება მივიღე და უკვე საკუტარ შეგრძნებებზე შემიძლია საუბარი. ჩემთვის ამ ნამუშევრის მნიშვნელოვა გაასმაგდა.

მან თითქოს დამოუკიდებელი სტატუსი და განსაკუთრებული წონა შეიძინა, რადგან მნიშვნელოვან საქველმოქმედო წამოწყებაში, თუნდაც მცირედი, მაგრამ რეალური წვლილი შეიტანა.

Q: რა გზავნილის გადაცემა გსურთ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც Ribbon for Life აერთიანებს და მხარს უჭერს?

მინდა, ამ ადამიანების მიმართ ჩემი უსაზღვრო პატივისცემა და მოკრძალება გამოვხატო. ასეთი გაერთიანება, ჩემი აზრით, გონების, ინტელექტისა და ემოციური ინტელექტის განსაკუთრებულ სიმწიფეს მოითხოვს და საზოგადოების მხრიდან დიდ თანადგომასა და მხარდაჭერას იმსახურება.

“ახალი ეტაპი” – ნიუ-იორკის გამოფენა 2027

Q: 2027 წლის 27 იანვრიდან 2 თებერვლამდე Tamara’s ART-ის გამოფენა Tenri Cultural Istitute of New York-ის გალერეაში გაიმართება. რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამოფენა პირადად და პროფესიულად?

ერთი სიტყვით, და ალბათ მხოლოდ სიტყვებითაც, რთულია გადმოვცე რას ნიშნავს ჩემთვის ეს გამოფენა. მეყო სითამამე, რომე ჩემი თითქოს სიზმრული ოცნებისთვის ფრთები შემესხა, და ამისთვის განსაკუთრებით მადლიერი ვარ ჩემი მეგობრების, რომლებმაც გამამხნევეს და მხარი დამიჭირეს. პიროვნულ ჭრილში მინდა, ამ ნაბიჯში საკუთარი ხასიათის სიმტკიცე და მიზანდასახულობა დავინახო.

ვიცი, რომ ეს კიდე უფრო გამაძლიერებს.

ამავე დროს, გამოფენა მაძლევს შესაძლებლობას, ჩემი შინაგანი სამყაროს ყველაზე დაფარული, თავისუფალი და ლაღი ნაწილი სხვებს გავუზიარო. მენეთ, ასეთი აფრენა სულს ამსუბუქებს.

დღევანდელ სამყაროში ქალებს ბევრი რამ გვაქვს ზურგით სატარებელი. სიმტკიცე გვაძლიერებს, მარამ ზოგჯერ აფრენაც გვჭირდება. მე ასე მეხერხება ფრთების გაშლა.

პროფესიული თვალსაზრისით კი ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და თამამი განაცხადია – ნაბიჯი, რომლითაც ხელოვნების სამყაროში შევდივარ და საკუთარ მხატვრულ ენას საზოგადოებას ვთავაზობ.

Q: როგორი გსურთ იყოს ეს გამოფენა – უბრალოდ ნამუშევრების ერთ სივრცეში თავმოყრა, თუ ისტორია, რომელსაც დამთვალიერებელი თავიდან ბოლომდე გაივლის?

დამაფიქრეთ… მე ასე არ წარმომიდგენია: ჩემი ნამუშევრების ერთ სივრცეში თავმოყრიტ დამთვალიერებელს უცნაურ ფერთა და პერსონაჟთა სამყაროში ვამოგზაურებ.

შესაძლოა, ზოგმა მათში საკუთარი თავი ამოიცნოს, ზოგმა – მეზობელი, ზოგმა კი სახლის მოპირდაპირე საკონდიტროში მომუშავე გამყიდველი გოგონა…

არავის არფერს არ ვარქმევ და არც მზა ისტორიების მოყოლას ვცდილობ. როგორც გენებოთ, ისე მიიღეთ ჩემი არტი. მინდა, მნახველს ინტერპრეტაციის სრული თავისუფლება ჰქონდეს. ჩემთვის მთავარი ისაა, რომ ბედნიერად დაიმუხტოს და ფერთა გამამ მასში ემოციები ააცეკვოს.

Q: რას უნდა ელოდოს დამთვალიერებელი? ვიხლავთ უკვე ნაცნობ ნამუშევრებს, ახალ კოლექციას თუ ორივეს ერთად?

ორივეს ერთად. მე სულ ვხატავ. ადრეც მომისინჯავს და ახლა კიდევ უფრო ინტენსიურად ვხატავ მუყაოზე. ამაზონის ამანათების მუყაოს ყუთებს ბჭრი სხვადასსხვა სტანდარტულ და არასტანდარტულ ზომებად და მათზე ზეთის პასტელის ვმუშაობ. ძალიან მომწონს თავად მუყაოს ფერი და ზედაპირის ზტრუქტურა. ზეთის პასტელი მასზე საინტერესო ფაქტურას ქმნის. ამიტომ გავთამამდები და გამოფენაზე მუყაოზე შესრულებულ ჩემს ახალ ნამუშევრებსაც გაგიზიარებთ.

Q: გაქვთ თუ არა იდეა ან მტავარი კონცეფცია, რომელიც ამ გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებს გააერთიანებს?

ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა იქნება და ვფიქრობ, ამ ეტაპზე მისი მთავარი იდეაც და კონცეფციაც ძალიან მარტივია. გამიცნოთ და “დამაგემოვნოთ”მინდა, იხალისოთ ფერთა თამაშით, შეხვდეთ ჩემს მზიან პერსონაჯებს და სივრცე დადებითი ემოციით დამუხტულებმა დატოვოთ.

ეს იქნება ჩემი პირველი დიდი შეხვედრა დამთვალიერებელთან – ჩემი ფერებით, პერსონაჟებით დაიმ სამყაროთი, რომელსაც ხატვისას ვქმნი.

Q: როდესაც წარმოიდგენთ ადამიანს, რომელიც მაჰეტენზე თქვენს გამოფენაზე შევა და გარკვეული დროის შემდეგ დატოვებს სივრცეს – რა გინდათ, რომ მან თან წაიღოს?

მინდა, ადამიანი, რომელიც ჩემს გამოფენაზე შემოვა და ნამუშევრებს დაათვალიერებს, სივრციდან გაღიმებული გავიდეს. მინდა, ეს ღიმილი ცემმა გულწრფელმა პერსონაჟებმა და ათამაშებულმა ფერებმა გამოიწვიოს.

ვისურვებდი, შემდეგ მეგობარს დაურეკოს და უთხრას: “წადი, ნახე” – და ის დადებითი ემოცია სხვასაც გაუზიაროს.

კიდევ უფრო გამიხარდება, თუ დამთვალიერებელი ჩემს რომელიმე ნახატს თავის საყვარელ გარემოში – სახლშითუ სამუშაო სივრცეში – წარმოიდგენს და უკვე ამ წარმოდგენით იგრძნობს იმ განწყობას, რომელსაც ეს ნამუშევარი იქ შექმნიდა.

მინდა მჯეროდეს, რომე ჩემი ნახატები სითბოს ატარებენ და ბედნიერება მოაქვთ.

Q: რას გრძნობთ, როდესაც თქვენი ნამუშევარი იყიდება და სრულიად უცხო ადამიანის სახლის ან პირადი სივრცის ნაწილი ხდება?

 ყველაჩემი ნახატი დიდი სიყვარულითა და სითბოთია შექმნილი. თუ მნახველი ამ მუხტს შეიგრძნობს დამოუნდება, რომ ჩემი ნამუშევარი მისი პირადი სივრცის ნაწილი გახდეს, ეს უსაზღვროდ მაბედნიერებს. მინდა, ჩემმა ნახატებმა ნებისმიერ სივრცეში, სადაც აღმოჩნდებიან, ბედნიერება, სითბო და კეთილიენერგია შეიტანონ.

12. თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, ვინ შეიძინა თქვენი ნახატი და რატომაირჩია კონკრეტულად ის? რა თქმა უნდა, საინტერესოა იმის ცოდნა, თუ ვინ აირჩია ნამუშევარი დარატომ, მაგრამ ჩემთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რა ურთიერთობა ჩამოუყალიბდება ადამიანსმასთან. მინდა, ჩემმა თითოეულმა ნახატმა გაათბოს და ხალისიანად აათამაშოს გარემო, რომელშიცმოხვდება, და მისი ემოციური აურა დადებითად შეცვალოს.

13. როგორ ფიქრობთ, ხელოვნების ნიმუშიმხოლოდ ინტერიერის ნაწილი შეიძლება იყოს, თუ მას შეუძლია სივრცის ხასიათისა და ადამიანისგანწყობის შეცვლაც? ვფიქრობ, ხელოვნების ნიმუში ინტერიერის სწორედ ის ნაწილია, რომელსაცსივრცის ხასიათის შექმნაც შეუძლია და შეცვლაც. მან ადამიანების განწყობაზე გაცნობიერებულად თუგაუცნობიერებლად უნდა იმოქმედოს. წარმოიდგინეთ ოთახი, რომლის კედლებიც ხელოვნებისნიმუშებით იყო სავსე, შემდეგ კი ყველა ნამუშევარი ჩამოვხსენით. ეს სიშიშვლე მხოლოდ ფიზიკურსიცარიელეს არ შექმნის — შეიცვლება ოთახის ემოციური მუხტიც. მე ასე ვიტყოდი: ნახატებთან ერთადოთახის ემოციური ტემპერატურა უფრო მაღალია; ცარიელ კედლებში კი შეიძლება ემოციურად„შეგცივდეს“. ⸻

Q: სად ხედავთ Tamara’s ART-ს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში?

თუ ოცნებაა, ოცნება იყოს… ძალიან მინდა საკუთარი არტ-სტუდიო-კაფე მქონდეს – სივრცე, სადაც ადამიანები მოვლენ, ჩემს ნახატებს შეხვდებიან და მათ სითბოს იგრძნობენ. იქ ჩემი მოლბერტი მუდმივად გაშლილი იქნება და მეც შემოქმედებით პროცესში ვიქნები.

ხელოვნება არ იქნება მხოლოდ კედლებზე – ის ამ სივრცეში ყოველდღიურად დაიბადება. ყველა სტუმარს ცხელი შოკოლადით გავუმასპინძლდები, ფონად კი ხშირად გია ყანცელისა და ჯანო კახიძის მუსიკა და სიმღერები გაიჟღერებს. ალბათ სწორედ ასეთი წარმომიდგენია Tamara’s ART-ის სამყარო – ფერი, მუსიკა, სითბო, ადამიანები და ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი ერთ სივრცეში.

Q: გსურთ თქვენი ნამუშევრები უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორიას გააცნოთ და სხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში გამოფინოთ?

თუ ჩემი ნამუშევრების მიმართ ინტერესი იქნება, რა თქმა უნდა, ძალიან გამაბედნიერებს უფრო ფართო საერთაშორისო ასპარესზე გასვლა. ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესო იქმნებოდა იმის დანახვა, თუ როგორ აღიქვამენ ჩემს ფერებსა და პერსონაჟებს სრულიად განსხვავებული კულტურისა და გამოცდილების მქონე ადამიანები.

Q: არის თუ არა ისეთი პროექტი, კოლაბორაცია ან შემოქმედეთი მიმართულება, რომლის განხორციელებაზეც დღეს განსაკუთრებით ოცნებობთ?

ამ ეტაპზე კონკრეტული კოლაბორაციის გეგმა ან ოცნება არ მაქვს, მაგრამ თუ ოდესმე თანამედროვე არტისტს გაუჩნდება ჩემთან შემოქმედებითი თანამშრომლობის სურვილი და ვიგრძნობ, რომ ჩვენი განსხვავებული მხატვრული ენები საინტერესო დიალოგს შექმნის, აუცილებლად დავფიქრდები.

Q: არის თუ არა ისეთი პროექტი, კოლაბორაცია ან შემოქმედებითი მიმართულება, რომლის განხორციელებაზეც დღეს განსაკუთრებით ოცნებობთ?

ამ ეტაპზე კონკრეტული კოლაბორაციის გეგმა ან ოცნება არ მაქვს. მაგრამ თუ ოდესმე თანამედროვე არტისტს გაუჩნდება ჩემთან შემოქმედებითი თანამშრომლობის სურვილი და ვიგრძნობ, რომ ჩვენი განსხვავებული მხატვრული ენები საინტერესო დიალოგს შექმნის, აუცილებლად დავფიქრდები.

Q: როგორ გინდათ განვითარდეს Tamara’s ART – როგორც პერსონალური მხატვრული ბრენდი, საგამოფენო პროექტი თუ უფრო ფართო შემოქმედებითი პლატფორმა?

ამ ეტაპზე Tamara’s ART-ის განვითარეის მთავარ მიმართულებად პერსონალურ მხატვრულ ბრენდს ვხედავ. მინდა, მას ჰქონდეს საკუთარი, ამოსაცნობი ხასიათი – ფერი, ემოცია და ის განსაკუთრებული განწყობა, რომლის დანახვისას ადამიანმა შეიძლება თქვას: “ეს Tamara’s ART-ია”.

Q: თუ Tamara’s ART-ის მტელი ფილოსოფია ერთი წინადადებით უნდა გადმოსცეთ, რას ეტყოდით ადამიანს, რომელიც თქვენს ხელოვნებას პირველად ეცნობა?

მინდა, ჩემმა გულწრფელმა არტმა ემოციები ღიმილით აგითამაშოთ და თქვენი ბედნიერი განწყობის მუდმივი მეგზური გახდეს.

Address:

1680 E 22nd St Unit 507 Brooklyn, NY 11229 United States

Copyright © 2022-2024 Manhattan

website By