ლიკა ზედგინიძე – პროექტის “ბიზნეს კონსულტანტის” – „US Small Business & Career Development Program“ პირველი ნაკადის მონაწილე

ლიკა ზედგინიძე – პროექტის “ბიზნეს კონსულტანტის” – „US Small Business & Career Development Program“ პირველი ნაკადის მონაწილე

გაიცანით ჩვენი პროექტის “ბიზნეს კონსულტანტის” – „US Small Business & Career Development Program“ პირველი ნაკადის მონაწილე.

👩‍🎓 ლიკა ზედგინიძე

🎓პროფესია: ფინანსისტი/ბანკირი

📍ამჟამად ცხოვრობს: ნიუ იორკი (2016)

პროფესიული გზა:

ჩემი პროფესიული გზა მიდმივად განვითარებისა და ახალი შესაძლებლობების ძიებას უკავშირდება. სხვადასხვა სფეროში მიღებულმა გამოცდილებას მასწავლა პასუხისმგებლობის აღება, ადამინებთან ეფექტური კომუნიკაცია და პრობლემების გადაჭრის უნარი. დღეს ჩემი მთავარი მიზანია, გავიღრმავო ცოდნა ბიზნეს კონსულტირების მიმართულებით, განვივითარო პროფესიული უნარები და შევქმნა ძლიერი კარიერა, რომელიც დაფუძნებული იქნბა ცოდნაზე, გამოცდილებაზე და მუდმივ თვითგანვითარებაზე.

ცხოვრების წესი:

ჩემი ცხოვრების წესი ეფუძნება პასუხისმგებლობას, შრომისმოყვარეობას და მუდმივ სწავლას. ვცდილობ ყოველი დღე გამოვიყენო ახალი ცოდნის და გამოცდილების მისაღებად. ჩემთვის მნიშვნელოვანია მიზანმიმართული მუშაობა, დროის ეფექტურად მართვა და საკუთარი შესაძლებლოების მუდმივი გაუმჯობესება. მჯერა, რომ დისციპლინა, მონდომება და სწორი დამოკიდებულება წარმატების მიღწევის მთავარი საფუძველია.

ჩემი პროგრამაში მონაწილეობის მიზანი:

ამ პროექტის მთავარი მიზანია სწორად განვასზღვრო ჩემი კარიერული გზა და აღმოვაჩინო ის. პროფესიული სფერო, რომელშიც მსურს განვითარება. ასევე, გავაანალიზო და გავიხსენო წლების განმავლობაშ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და უნარები, რათა უკეთ შევაფასო ჩემი შესაძლებლობები და სამომავლო მიზნები.

ამ პროექტის მთავარი მიზანია სწორად განვსაზღვრო ჩემი კარიერული გზა და აღმოვაჩინო ის პროფესიული სფერო, რომელშიც მსურს განვითარება. ასევე, გავაანალიზო და გავიხსენო წლების განმავლობაში მიღებული ცოდნა, გამოცდილება და უნარები, რათა უკეთ შევაფასო ჩემი შესაძლებლობები და სამომავლო მიზნები.

პროექტში მონაწილეობა დამეხმარება, უფრო გააზრებულად დავგეგმო ჩემი პროფესიული განვითარება, გავაძლიერო საკუთარი ძლიერი მხარეები და შევიძინო ახალი ცოდნა და უნარები, რომლებიც მომავალში წარმატებული კარიერის შექმნის საფუძველი გახდება.

Address:

1680 E 22nd St Unit 507 Brooklyn, NY 11229 United States

Copyright © 2022-2024 Manhattan

website By