გაიცანით ჩვენი პროექტის “ბიზნეს კონსულტანტის” – „US Small Business & Career Development Program“ პირველი ნაკადის მონაწილე.
👩🎓 მზია წულუკიძე
🎓პროფესია: ეკონომისტი
📍ამჟამად ცხოვრობს: ნიუ იორკი(1997)
პროფესიული გზა
დავიბადე 1973 წლის 2 ოქტომბერს, მზიან აჭარაში. პროდესიით ვარ “სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და მართვის” სპეციალისტი. 2000-2002 წლებში ვმუშაობდი ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე. მოგვბიანებით კი ჩემს ცხოვრებაში დაიწყო გზა, რომელსაც ემიგრაციას ჰქვია და უკვე ორი ათეულიწელია ამ გზას მივყვები. ამ წლებმა, ძირითდი პროფესიის გარდა, მრავალფეროვანი გამოცდილება და სხვადასხვა პროფესიული უნარიც შემძინა.
მიზანდასახულობა
ვარ მიზადასახული და განვითარებაზე ორიენტირებული ადმიანი, რომელსაც მრავალწლიანი ცხოვრებუსეული და პრაქტიკული გამოცდილება აქვს ადამიანებთან ურთიერთობის, ორგანიზების, მენეჯმეტისა და კომუნიკაციის მიმართულებით. ემიგრაციაში ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა სფეროში მირებულმა გამოცდილებამ გამიძლიერა პასუხისმგებლობის გრძნობა, პრობლემების მარტის უნარი და სტრესულ გარემოსი ეფექტურად მუსაობის შესაძლებლობა.
ბიზნესის, მეწარმეობისა და განვითარების თემები ყოველთვის განსაკუთრებულად მაინტერესებდა. აქტიურად ვმონაწილეობ ბიზნეს შეხვედრებში, ვებინარებსა და სხვადასხვა პროექტებში, სადაც ვიღებ ცოდნას თანამედროვე მენეჯმენტის, გაყიდვების, კომუნიკაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით. პარალელურად ვმუშაობ საკუთარ პროექტებზე ტურიზმის, კულტურის და ემოქმედებითი სივრცეების განვითარებაზე.
ჩემი პროგრამაში მონაწილეობის მიზანი:
რატომ ეს კურსი? მსურს პროეფიულად გავიღრმავო ცოდნა და მომავალში ადამიანებს დავეხმარო სწორი სტრატეგიის, განვითარების და წარმატებული მართვის პროცესში.
ასევე, ვგეგმავ საქართველოში საოჯახო ბიზნესის “საოჯახო ტიპის სასტუმროს” შექმნას, რომელიც ტურისტებზე იქნება ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშული სასწავლო პროექტი და მიღებული ცოდნა მნიშვნელოვან დახმარებას გამიწევს საკუარი ბიზნესის სწორად დაგეგმვმასა და განვითარებაში.
ვფიქრობ, რომ ძლიერი კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, ადამიანების მხარდაჭერის სურვილი და მრავალწლიანი ცხოვრებისეული გამოცდილება არის ის საფუძველი, რომელიც მაძლევს მოტივაციას, წარმატებით გავაგრძელო გზა ბიზნესი კონსულტირების სფეროში.